Wednesday, April 20, 2011

პროექტი


1.    პროექტის სახელწოდება:

სამცხე-ჯავახეთში არსებული ისტორიული ძეგლი „ივლიტის ეკლესია“.

2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა )1-2 წინადადებით:

შევისწავლოთ და დავაზუსტოთ რამდენად შეესაბამება არსებულ ცნობას რომ იგი არის კათოლიკური ეკლესია ან პირიქით მართმადიდებლური.

3.    პროექტის აქტუალობა:

მოსწავლეებმა მოიძიონ  მცირეოდენი მასალა და გაარკვიონ რომელი საუკუნის ძეგლია და რომელი წმინდანის სახელს ატარებს. რატომ იქცა დღეს სადაო საგნად,მოახდინონ მისი შესწავლა,ინფორმაცია მოიძიონ ადგილობრივ მოსახლეობაში,ასევე ლიტერატურულ   მასალებში და ინტერნეტის დახმარებით.

4.    პროექტის მიზნები:

მოსწავლეებმა გაიგონ,რამდენად მნიშვნელოვანია,საკუთარ  სამშობლოში  არსებული ტაძრის დაცვა და შენახვა.ივლიტის ეკლესიის უკეთ გაცნობა, მასში არსებული სიძველეთა შესწავლა,არსებული პრობლემების, გეგმების, საქმიანობის გაგება და ინფორმაციის  შეგროვება და პრეზენტაცია და გამოქვეყნება.

5.    მონაწილეთა ასაკი:

14-15 წელი.

6.    ვადები/ხანგრძლივობა:

1 თვე.

7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები გადაიღებენ  ფოტოებს და ვიდეო მასალას და გააკეთებენ ამ თემასთან დაკავშირებით კონფერენციას  და გამოუშვებენ  ბუკლეტებს  და შემდეგ  საბოლოო შედეგებს გამოვაქვეყნებთ ვებ გვერდზე.

8.    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:

ტრანსპორტი, კომპიუტერი, ციფრული ფოტო აპარატი,დღიურები, კალმები, ფორმატები, სახელმძღვანელოები.

9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცნობ  პროექტის  მთავარ  თემას.

აქტივობა 2.  ვაწყობთ ექსკურსიას ივლიტის ეკლესიის დასათვალიერებლად.

აქტივობა 3. ვეცნობით ეკლესიას და ვახდენთ მის დეტალურ შესწავლას.

აქტივობა 4.ექსკურსიის  შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ დროს  ( ერთ თვეს) ინფორმაციის დასამუშავებლად.
აქტივობა 5.
პროექტში  ჩართულ  მოსწავლეებს  ვყოფ  სამ (3) ჯგუფად  და  ვაძლევ  დავალებას.
I-ჯგუფს ვავალებ მოიძიონ მასალები,  ივლიტის ეკლესიის ტერიტორიული  მდებარეობის შესახებ.(1 კვირა).
II-ჯგუფმა   მოახდინოს მოსახლეობის და მოძღვარის  გამოკითხვა  არსებული  პრობლემის  შესახებ (ივლიტის ეკლესია თუ რომელ მხარეს ეკუთვნის ).(დრო 1 კვირა).
III-ჯგუფმა შექმნას  ვიდეო  და ფოტო მასალა,დამატებითაც ინტერნეტში  მოიძიონ ინფორმაცია.(1 კვირა).
აქტივობა 6.მოძიებული მასალების საფუძველზე  ჩაატარონ პრეზენტაცია.(დრო 1კვირა).
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:

ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნინო ქიტიაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ninoqitiashvili4@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment